ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გუშინვე იმსჯელა. ადვოკატის განმარტებითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.