ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ ბრალდების მხარის მოსაზრება გაიზიარა, ხოლო გირაოს შეფარდებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შემთხვევა სოფელ დოლოგანში 31 ოქტომბერს მოხდა. კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვს ქვის ნატეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ კომპანიას, რომელიც კარიერზე სამუშაოს აწარმოებდა, აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.