"თელასის" 2 სატრანსფორმატორო ქვესადგურში ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოებს გამო 6 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე ვაკისა და კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება შეეზღუდება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის (ნაწილობრივ), კეკელიძისა და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობა. ხოლო კრწანისის რაიონში ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება სანავარდოს ქუჩას და საზოგადოება "დყნამოს" საჩოგბურთო კორტებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.