ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა კალანდიას კითხავენ.
ის სავარაუდოდ, იმ გარემოებებზე ისაუბრებს, რაზეც მერაბ მორჩაძეა დაკავებული. სახელმწიფო ბრალდება მორჩაძეს სწორედ ლუკა კალანდიას ძმის, მიხეილ კალანდიას მოსყიდვასა და ზეწოლას ედავება.
აღნიშნული სხდომა დღესაც დახურულ რეჟიმში გაიმართება.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.