2018 წლის მესამე კვარტალში თურქეთმა ტურიზმიდან 11.502 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 1%-ით მეტია.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მესამე კვარტალში ტურისტებმა თურქეთში 7.946 მლრდ დოლარი დახარჯეს, ხოლო ტურისტული პაკეტების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.556 მლრდ დოლარი შეადგინა.
მესამე კვარტლის მაჩვენებლებით, ერთი ტურისტის ხარჯმა საშუალოდ 612 დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი უცხოელი ტურისტის ხარჯი საშუალოდ 589 დოლარს, ხოლო შიდა ტურისტის - 724 დოლარს შეადგენს.