"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა" ოქტომბრის მონაცემებით საწვავის ფასი მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და შეადგენს საშუალოდ 1,32 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს (დაახლოებით 5,48 ლარი საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,89 ევროს (დაახლოებით 5,82 ლარი), დიზელის საწვავი - 1,71 ევროს (დაახლოებით 5,27 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს (დაახლოებით 5,33 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,80 ევროს (დაახლოებით 5,54 ლარი), დიზელის საწვავი - 1,50 ევროს (დაახლოებით 4,62 ლარი); ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს (დაახლოებით 5,21 ლარი, დიზელის საწვავი - 1,68 ევროს (დაახლოებით 5,18 ლარი);
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,85 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,70 ევრო (დაახლოებით 2,16 ლარი), დიზელის საწვავი - 0,62 ევროს (დაახლოებით 1,91 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,85 ევროს (დაახლოებით 2,62 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,88 ევროს (დაახლოებით 2,71 ლარი), დიზელის საწვავი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი); აზერბაიჯანში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,77 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი); დიზელის საწვავი - 0,31 ევროს (დაახლოებით 0,95 ლარი); უკრაინაში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 1,02 ევროს (დაახლოებით 3,14 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,06 ევროს (დაახლოებით 3,26 ლარი), დიზელის საწვავი - 0,99 ევროს (დაახლოებით 3,05 ლარი); მოლდავეთში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,01 ევროს (დაახლოებით 3,11 ლარი), დიზელის საწვავი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,65 ლარი).
ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში ოქტომბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით:
ქვეყანა
|
ბენზინი 95
|
ბენზინი 98
|
დიზელი
|
რუსეთი
|
0, 60 ევრო (1,85 ლ)
|
0, 70 ევრო (2,16 ლ)
|
0,62 ევრო (1,91 ლ)
|
აზერბაიჯანი
|
0,77 ევრო (2.37 ლ)
|
0,83 ევრო (2,56 ლ)
|
0,31 ევრო (0,95 ლ)
|
უკრაინა
|
1.02 ევრო (3.14 ლ)
|
1,06 ევრო (3.26 ლ)
|
0,99 ევრო (3.05 ლ)
|
სომხეთი
|
0,85 ევრო (2,62 ლ)
|
0,88 ევრო (2,71 ლ)
|
0,83 ევრო (2,56 ლ)
|
მოლდავეთი
|
0,96 ევრო (2,96 ლ)
|
1,01 ევრო (3.11 ლ)
|
0,86 ევრო (2,65 ლ)
|
ლატვია
|
1,33 ევრო (4.10 ლ)
|
1,38 ევრო (4.25 ლ)
|
1,28 ევრო (3,94 ლ)
|
ლიტვა
|
1,18 ევრო (3,63 ლ)
|
1,27 ევრო (3,91 ლ)
|
1,17 ევრო (3,60 ლ)
|
საბერძნეთი
|
1,66 ევრო (5.11 ლ)
|
1,75 ევრო (5.39 ლ)
|
1,47 ევრო (4,53 ლ)
|
ნორვეგია
|
1,78 ევრო (5.48 ლ)
|
1,89 ევრო (5,82 ლ)
|
1,71 ევრო (5.27 ლ)
|
ნიდერლანდები
|
1,73 ევრო (5,33 ლ)
|
1,80 ევრო (5,54 ლ)
|
1,50 ევრო (4,62 ლ)
|
თურქეთი
|
1,07 ევრო (3,30 ლ)
|
1,08 ევრო (3,33 ლ)
|
0.98 ევრო (3,02 ლ)
|
იტალია
|
1,66 ევრო (5.11 ლ)
|
1.82 ევრო (5.61 ლ)
|
1,56 ევრო (4,81 ლ)
|
გერმანია
|
1,50 ევრო (4,62 ლ)
|
1,67 ევრო (5.14 ლ)
|
1,37 ევრო (4.22 ლ)
|
საფრანგეთი
|
1,56 ევრო (4,81 ლ)
|
1,63 ევრო (5.02 ლ)
|
1,53 ევრო (4,71 ლ)
|
ესპანეთი
|
1,33 ევრო (3,80 ლ)
|
1,46 ევრო (4,17 ლ)
|
1,24 ევრო (3,54 ლ)
|