საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლემენტი კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების განხილვას დღეს არ აპირებს.
მისი თქმით, კანონპროექტის რაიმე სახით განხილვის დაწყება დღის წესრიგში არ დგას.
მისივე განცხადებით, მხოლოდ იმ რეგულაციებს ვიხილავთ, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება.
„ეს ის ცვლილებებია, რომლის სწრაფად მიღებაცაა საჭირო, რადგან დარჩენილია ღია სამართლებრივი სივრცე, რომლის რეგულირება კანონმდებლობით არ ხდება. ამ საკითხის გადადება საზიანოა, სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ და მათ ამისთვის შესაბამისი ნორმა სჭირდებათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.