ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. აღნიშნულის მიზეზი მისი უფლებადამცველისთვის, ნესტან ლონდარიძისთვის გაუგებარია.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დანაშაული რუსთაველის გამზირზე მოხდა, შესაბამისად, თუ რის გამო, ჩატარდება ის სხვა ქალაქში, ეს მისთვის უცნობია.
პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ცნობისთვის, სარალიძე სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანა, სადაც სარალიძე შეუძლოდ გახდა.
ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარუდგინა. ეს მუხლი ეხება წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.