ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესხაკ ჟახანგირის განცხადებით, აშშ-ის სანქციების გამო ირანული ნავთობის ექსპორტი არ გახდება 1 მლ ბარელზე ნაკლები/დღე-ღამეში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო IRNA.
მისი თქმით, ამერიკის მთავრობას რომ შეძლებოდა ირანული ნავთობის ექსპორტის შეჩერება, ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაიზრდებოდა ბარელზე.
ჯახანგირის განცხადებით, დღეისათვის ქვეყანა ახორციელებს 2,5 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტს დღე-ღამეში, თუმცა ბოლო თვეებში შეიმჩნევა უმნიშვნელო შემცირება.
ვიცე-პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ აშშ-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა უნდა ჩაანაცვლონ ირანული ნავთობი იმისათვის, რომ ფასები არ გაიზარდოს, უსაფუძვლოა.