26 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0632 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0805 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.73 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4800 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4512 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ოქტომბერიდან შევა ძალაში.