ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საავადმყოფოში მიყვანის დროს განაცხადა.
ზაზა სარალიძეს სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაზა სარალიძეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.