გორში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის დედის ინფორმაციით, მისი შვილი წარსულში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა.
მისი თქმით, მისმა შვილმა 9 წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხე 9 თვის წინ დატოვა. მან დაადასტურა, რომ მის შვილს უცნობი მცირეწლოვანი ბავშვების სურათები მეხსიერების ბარათზე ჰქონდა.
„9 თვეა რაც გამოვიდა. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოუვიდა მერე, ქალბატონი იყო ვიღაცა. ღამის 12:00 საათზე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. სახლში რომ მოვიდა რა უნდა ეთქვა, სამუშაოზე იყო. ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო და მეც ეგრე ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია.
ეგ ჩიპი იქიდან ჰქონდა წამოღებული ციხიდან, იქა რომ დაინახეთ, ის ბავშვი იყო იქა? ვიღაცა ბავშვების სურათები იყო იქა. რატო ჰქონდა და იქაო ვათხოვე ვიღაცას ცარიელი ფლეშკა იყოო. იმდენი ტყუილები გაშუქდა, რომ პასუხს გაგებინებთ სუყველას“, - თქვა დაკავებულის დედამ.