მე მგონი, რომ ლამის გაიწივნენ ერთმანეთისკენ [ზაზა ოქუაშვილმა და მიხეილ მაჭავარიანმა], როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მაჭავარიანი ვერ არწმუნებდა ოქუაშვილს, რომ დავალიანება გადაეხადა.
„ამ თემებში არ ვერევი და არ ჩავრეულვარ. ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკები და არ მაქვს ეჭვი ქუმსიშვილზე ანგარების. თუმცა, ქუმსიშვილის დროს ხდებოდა გადავადებები. როდესაც ბახტაძე მოვიდა, სწორედ ბახტაძემ დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძე მოიქცა უფრო ხისტად და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა ბახტაძის შემდგომი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. მე მგონი, რომ ლამის გაიწივნენ ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ იხდიდა ფულს“, - განაცხადა ივანიშვილმა.