მუდმივი დაპირება იყო, რომ დავალიანება შემცირდებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, დავალიანება იზრდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" და "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ადამიანისთვის და იმ ჯგუფისთვის, ვინც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას ცდილობს, სამწუხაროა ტელევიზიის დახურვა. მისივე თქმით, ის, რომ ტელევიზია დაიხურა და ჟურნალისტებს არ უხდიან ხელფასს, არის მძიმე.
„თუ გავარჩევთ ამ შემთხვევას, ვნახავთ, რომ პირიქით ხდება. ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა მთლიანად მედია ჰქონოდა მონოპოლიზირებული და მთელ ბიზნესს აშანტაჟებდა. ეს მაგალითი პირიქით მიანიშნებს, მედიის მფლობელი ბიზნესმენი ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რაც არ გაუვა. ყველა გადაიხდის იმას, რაც კანონით ეკუთვნის. 11-ჯერ გაუგრძელეს და გაუკეთეს რესტუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაცია როდესაც კეთდება, აუცილებელია, რომ ვისაც დავალიანება აქვს მან დაიწყოს გადახდის პროცესი. მოიქცეს ისე როგორც ეკადრება კანონს. მუდმივი დაპირება იყო, რომ დავალიანება შემცირდებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, დავალიანება იზრდებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.