თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, გურამ დონაძეს დაკითხავენ.
გასულ სხდომებზე სასამართლოს ჩვენება ირაკლი ფირცხალავამ და ზურა მიქაძემ მისცეს.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.