ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
სასამართლოს შუამდგომლობით გია თვალავაძის დაცვის მხარემ მიმართა, რის საფუძვლადაც მან დაკავებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე 24 სექტემბერს დააკავა. მისი დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდებოდა.