თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გამოძიება მორჩაძეა კალანდიების მოსყიდვას ედავება.გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძე ხორავას საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარია. სწორედ მის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდა ის კალანდიას. პროკურორის ინფორმაციით, მორჩაძემ კალანდიებს 100 ლარი ორჯერ დაუტოვა, რის გამოც მიხეილ კალანდიამ პირველ ჯერზე ჩვენება მსჯავრდებულების სასარგებლოდ მისცა.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.