პროკურატურამ გიგა მაქარაშვილს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა ნაგვის ურნა თავზე ჩამოამხო, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაქარიშვილი ავრცელებს.
"გამარჯობა, მე გიგა მაქარაშვილი ვარ, აი 2 კვირის წინ ნაგავი რომ დამაყარა გორელმა ჩინოვნიკმა თავზე, ის ბიჭი.
კარგი ამბავი მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.
ოღონდ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა..ჩემი. პაი თქვენი ჯიბიდან კი ის ჩინოვნიკი ამ თვეშიც აიღებს ძალიან კარგ ხელფასს.
სისტემა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ", - წერს მაქარაშვილი.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილს ნაგვის ურნა თავზე 10 ოქტომბერს ჩამოამხო.
ნაგვის ურნაში ნაკელი იყო.
ამ ინციდენტამდე, აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული დაყარეს და გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვეს.