გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2018 წლის საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გამოცემა საუკეთესო დამსაქმებლების გამოსავლენად სხვადასხვა კრიტერიუმის იყენებს, ისეთებს როგორიცაა: უფასო სადილი, შესვენების დრო, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ.
რეიტინგში პირველ ადგილს, კომპიუტერული სერვისების მულტინაციონალური კომპანია, როგორც მას ხშირად უწოდებენ Google-ის მშობელი კომპანია, Alphabet-ი იკავებს.
რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft-ი, ხოლო მესამეს Apple იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დამსაქმებელთა რეიტინგის პირველი ათეულიდან 6 კომპანია ამერიკულია, დანარჩენ ადგილებს კი გერმანული, ტაილანდური და ჰონგკონგის კომპანიები იკავებენ.
საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1 Alphabet

2 Microsoft
/cdn.vox-cdn.com/assets/1311169/mslogo.jpg)
3 Apple

4 Walt Disney

5 Amazon.com

6 CNOOC

7 Daimler

8 Kasikornbank

9 Celgene

10 BMW

რეიტინგში 33-ე ადგილი უჭირავს Coca Cola-ს, 45-ე Facebook-ს, ხოლო LG Corp-ს 339-ე.