კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო ნაჭყებია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სასამართლო მხარეებს შეატყობინებს.
დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები, რაც ბრალდებას აქვს წარმოდგენილი, არის ყოფილი მსჯავრდებულების და ყოფილი თანამდებობის პირების ჩვენებები, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
პროკურორი ლაშა ცქვიტარია კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებულებები ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებს. შესაბამისად, ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ დათა ახალაია ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ იქნება ცნობილი.
ცნობისთვის, დათა ახალაიას გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, წამებას და წამების ორგანიზებას, ასევე უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. საქმე ეხება გირგვლიანი-ბუხაიძისა და აბულაშვილი- დაბრუნდაშვილის ეპიზოდს.