ვერავის პასუხისმგებლობა ვერ დადგება იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-მა რაღაც თქვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებთ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია რომ გადამოწმდეს ჩანაწერების კანონიერება და ნამდვილობა.
"ჩანაწერების გაკეთება, შენახვა და გავრცელება ისჯება და არ არის არაფერი გამონაკლისი გარდა ერთი შემთხვევისა, თუ გამოძიებას არ გადასცემთ მასალას", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, რუსთავი 2-მა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ახალი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სუბელიანი მმართველი გუნდის იმ წევრებზე საუბრობს, ვისზეც კომპრომატები აქვს. სუბელიანი გავრცელებულ ჩანაწერში სააკაშვილის ლიკვიდაციასაც ახსენებს.