დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო იოტაში, (ლერმონტოვის ქ. #10 ) მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის შესახებ პრესკონფენრეცია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კომპანია კავკაზუს თრეველის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.