დღეს, 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე და მისი მოადგილე ვახტანგ ასატაშვილი "ყაზბეგის მარათონთან~ დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტავენ, რომ მათი მხარდაჭერით 2010 წლის 4 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდება მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მორბენლები.
შეჯიბრება დილის 10:00 საათზე დაიწყება. იგი 3 დისტანციაზე გაიმართება: 42 კმ, 21 კმ და 6 კმ. მარათონი სტარტს აიღებს ყაზბეგის რაიონში, სტეფანწმინდაში, გაივლის სოფელებზე: არშა, გარბანი, სიონი, სნო, გერგეთი და დასრულდება კვლავ სტეფანწმინდაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში, მარათონელ მოგზაურთა რიცხვმაც მნიშვნელოვნად იმატა. ასეთი სახის მარათონები იმართება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, "ყაზბეგის მარათონიც" სწორედ ასეთი ტიპის მარათონს განეკუთვნება.