ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა, როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და, აბა, როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს.
გავრცელებული აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ყვება, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში საგამოძიებო უწყებებს ეხმარებოდა. როგორც ირკვევა, დახმარება კი ჩვენებების მოწმეების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო.
საუბარია გახმაურებულ საქმეებზე - ნავთლუღის სპეცოპერაცია, თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეები.
სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ დავალებების შესრულების ამსახველი მასალა დაფაილებული და შენახული აქვთ. დავალებების მიცემასთან დაკავშირებით ის ახსენებს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე, ყოფილ პროკურორების - ირაკლი შოთაძისა და არჩილ კბილაშვილის გვარებს.
სავარაუდოდ, სუბელიანი ასევე ამბობს, რომ არ არსებობს საქმე, სადაც ის სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა იმის მიუხედავად, რომ კედელთან მიამწყვდიეს.
"არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მოტყნული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შევეცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი", - ამბობს სავარაუდოდ, სუბელიანი.