ერთმანეთში გაერკვიონ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღემდე არეულები არიან ერთმანეთში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიგი უგულავას დღევანდელ ბრიფინგთან დაკავიშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.
კახა კალაძემ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. ალბათ იცით ის ისტორია, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მათი პარტია. ასე რომ, ერთმანეთში გაერკვიონ, რომელი ვისი წევრია, „ევროპული საქართველოსი“ თუ ნაციონალური მოძრაობის", - განაცხადა კახა კალაძემ.
გიგი უგულავას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები რუსთავიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან და წალკიდან "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.