სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში განაცხადა.
მან მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.
იცით რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ეს ჩვენი სიმდიდრე“, - განაცხადა ბახტაძემ.