„გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს“, - ამის შესახებ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ში გამართული ბრიფინგის საპასუხოდ განმარტა.
როგორც ის აცხადებს, შსს-ს განცხადების მიუხედავად, 20 ოქტომბერს, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში მაინც გაიმართება, სადაც კანონს მხოლოდ ის დაარღვევს. დანარჩენები კი იქ მხოლოდ გასართობად მივლენ.
მან მედიასთან განმარტა, რომ კანაფის მოხმარების უფლებას მას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს და თუ შსს ამას მაიც დანაშაულად მიიჩნევს, ის 2016 წლის მსგავსად, როცა 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა, ახლაც ჩაიდენს დაუმორჩილებლობის აქტს.