ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.