აფხაზური მხარის ინფორმაციით დღეს სასწავლო პროცესი აფხაზეთის 169 სკოლაში დაიწყო. პირვეკლასელთა რაოდენობა 2 ათასზე მეტია. აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის ინდირა ვარდანიას ინფორმაციით, 169 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან 149 საშუალოა, 15 ასრული საშუალო და 5 დაწყებითი სკოლაა. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში 129 სოფლის და 40 ქალაქის სკოლაა, სადაც 3 506 პედაგოგი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, გარდა სკოლებისა აფხაზეთში მუშაობს 23 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც 2 294 ბავშვი ირიცხება. ასევე ფუნქციონირებს სოხუმის ლიცეუმი ინტერნატი, კალდახუარის და ტამიშის ინტერნატები.
ვარდანიას ინფორმაციით სოხუმის სკოლების უმრავლესობაში რემონტი ჩატარდა. მხოლოდ ამ წელს 25 სკოლა გარემონტდა.