ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაგანახლებაში 15 ჰა-მდე ჩაის პლანტაციას ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მხარის რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია მთლიანად გურიის რეგიონის სახანძრო დანაყოფები, მაგრამ ხანძრის ჩაქრობას ქარი აფერხებს.
"იყო საშიშროება ხანძარი დასახლებულ პუბქტებზწე გადასულიყო, თუმცა ახლა ამის საშიშროება არარ არსებობს.", _ განაცხადა ჩიტაიშვილმა.
მისივე თქმით, წინასაწი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაუდევრობაა. თუცა საბოლოო მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ჩაის პლანტაცეიბის ნაწილი სახეწმიფოს საკუთრებაა, ნაწილი კი კერძო.