სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოსაკითხად თბილისის პროკურატურაში მივიდა.
ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან, შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად გამოცხადდა.
გამოკითხვის დაწყებამდე, ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის განმარტებებს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს.
არ არის გამორიცხული, ყიფიანმა გამოკითხვა კვლავ მოსამართლის თანდასწრებნით მოითხოვოს.