ველოდებით, რომ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტის გაწვევა მოხდება, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპორტის შესახებ ინიციატივასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია უცვლელია.
„ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ჩვენ მოვუწოდეთ, ეკლესია მოუწოდებს“, - განაცხადა მეუფე შიო მენაბდემ.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ თუ საკითხის წამოწევა ისევ მოხდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რეალურად მოსახლეობის აზრის გათვალისწინება არ სურს.
ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, ორ თვეში განახლდება.