არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან“ სესხის აღებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, სესხი მისით აიღო.
„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა.