თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.