დღის წესრიგში რეზოლუცია გვაქვს დაყენებული, რომლითაც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და ამ ვითარებაში ჩვენი ფრაქციის დაშლა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიას წისქვილზე ასხამდა წყალს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მან ფრაქციაში დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის გაწევრიანების თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა.
„ჭიჭინაძის დადებით გადაწყვეტილებას ვაფასებ. მასთან ურთიერთობის დაძაბვას არ ველოდები, რადგან მას ისეთი განცხადება არ გაუკეთებია, რასაც არ ვიზიარებდი. ეს იქნებოდა ეკონომიკაზე, საბანკო სექტორზე თუ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ინაშვილმა.