თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე გამომძიებლებს გამოკითხავენ.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებლები, ლაშა ტუხაშვილი და ირაკლი გელაშვილი მისცემენ ჩვენებას.
ერთმა მათგანმა ბრალდებული გრიგალაშვილი გამოკითხა, მეორემ კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა განახორციელა.