რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ კირბალში, მინდორში მწყემსი დააკავეს.
სოფლის რწმუნებულის, დავით ცერცვაძის ინფორმაციით, გატაცებული 50 წლის აკაკი დათიაშვილია.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როცა ის საქონელს შვილთან და თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა.
დაკავების დროს დოთიაშვილმა თავად დაუძახა მათ, რომ გაქცეულიყვნენ.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.