რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
„ეს აბსურდული ბრალდებები და ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც რუსეთი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით პერიოდულად ავრცელებს. მათი ინტერესია, რომ რაღაც არასწორი წარმოდგენა შექმნან. ეს ყველაფერი მორიგი ტყუილია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, რუსული მხარის თქმით, აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს. მათივე მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა.