მაია ოთინაშვილის საქმეში ჩართულია ყველა პარტნიორი და მოკავშირე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.
„ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაშო ჩვენი მოქალაქეების უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტებია. მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს. ყველა პარტნიორი და მოკავშირე ჩართულია, მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო თუ მონიტორინგის ორგანიზაციები, ასევე დიპლომატები, რომ გათავისუფლებას სწრაფად მივაღწიოთ. ეს ფაქტიც შემდგომში ძალიან სერიოზული რეაგირების საგანი გახდება, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში მისი უვნებლად დაბრუნებაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს.