დღეს, საქართველოს განათლებული, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტი სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა რომან მუჩიაშვილი საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი.
„უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც მმართველი პარტია უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე და მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დიდი მიღწევაა, რაც ბევრად მაღლა სწევს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს. დღეს, საქართველოს სჭირდება განათლებული, ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მუჩიაშვილმა.