როცა ლევან ყიფიანი ყველა იმ ვერსიას თავდაყირა აყენებს, რომელიც ოქუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ, ახლა უფრო საჭირო ხდება ამის გამოძიება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების დასრულების გარეშე ყველა შეფასება აღქმულია, როგორც სუბიექტური.
„მგონია, რომ თუ ამ საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა სწორედ ის უნდა იყოს, რომ გამოძიებამ ობიექტურად უნდა იმუშაოს და შესაძლებლობა მივცეთ, დაადგინოს, ჩანაწერები ავთენტურია თუ არა და რა მოხდა. გამოძიების დასრულების გარეშე ყველა შეფასება აღქმულია, როგორც სუბიექტური. ლევან ყიფიანის განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარება ითხოვს. არავის ნათქვამს არ ვიღებ, როგორც ფაქტს. განსაკუთრებით ფარული ჩანაწერების. არავინ იცის, ვის მიერ განხორციელდა, კანონიერია და რეალურია თუ არა. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც გაუგებარ ჩანაწერებს ფაქტად იღებს და დასკვნებს აკეთებს. როცა ლევან ყიფიანი ყველა იმ ვერსიას თავდაყირა აყენებს, რომელიც ოქუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ, ახლა უფრო საჭირო ხდება ამის გამოძიება. გამოძიების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონტრსაწინააღმდეგოვერსიები ისმის. ოქუაშვილმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. ლევან ყიფიანის ჩვენების სისწორეს რატომ გამორიცხავთ, იმის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, რომ უნდა გამოვრიცხოთ? რა გარემოებები გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სარწმუნო არ არის? ის უფრო მეტად სარწმუნოა, რა ვერსიებიც გვესმის? ჩემთვის ყველაფერს სჭირდება გადამოწმება და ყველა ჩვენებას სჭირდება მტკიცებულებებით განმტკიცებას. განსაკუთრებით იმ სრულ ქაოსში, რაც შეიქმნა”, – დასძინა ბესელიამ.