ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კოპაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. სრულიად ახალი სტანდარტი ყალიბდება და ახალი სიტუაციაა, როდესაც მმართველმა გუნდმა, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც აქვს ყველა ის ძალაუფლება ხელში, გადაწყვიტა, რომ ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაწესდეს და მოვიდეს დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, აირჩა საუკეთესო, 20-ზე მეტი კანდიდატია როგორც ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, მთავარია, ამ ადამიანებში იყოს ღირსება და მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ“, - განაცხადა კოპაძემ.