მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარ, არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებით, როცა ეს არის პირიქით, ყველას უნდა პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველას რელიგიისა.
„საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას ადგილობრივი რადიო NOR-ი ავრცელებს.