ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა ცალსახად ერთი რამ, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია და ის მზად არის იძალადოს საკუთარ მორჩილ უმრავლესობაზე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ „არჩევანის“ ეთერში განაცხადა
მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრები ივანიშვილს უსიტყვოდ ემორჩილებიან.
„ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა ცალსახად ერთი რამ, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია და ის მზად არის იძალადოს საკუთარ მორჩილ უმრავლესობაზე, რომლებიც მის წინაშე ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და ეს მორჩილი უმრავლესობა დღეს გამოვიდა და პირდაპირი მზაობა გამოხატა იმისა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს კარგი დღე არ ელოდება იმ შემთხვევაში, თუ იმას არ გავაკეთებთ, რასაც ისინი თვლიან საჭიროდ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისივე განცხადებით, სპორტის ყოფილ მინისტრზე, ლევან ყიფიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ მოხდა, რაც ივანიშვილს მისი ქმედებები არ ესიამოვნა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩაამწკრივა ყველა და ყველას ათქმევინა, რომ ასე ვიძალადებთ თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც გაბედავს, დაინტერესდება იმით, რაც წესით, მას არ უნდა აინტერესებდეს“, - აღნიშნა კორძაიამ.