ხელისუფლება როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც მათ დარჩათმ ისევ 9 წელზე საუბარია,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ „ქართულ ოცნებაში” დღეს გაკეთებული განცხადებთან დაკავშრებით აღნიშნა.
მისი თქმით, საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველაფერს, რაც შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დასკვნაში იყო ასახული.
„მათი ამ ცუდი მდგომარეობის მესმის. ახლა უნდათ, ეს პროცესი გააპოლიტიკურონ, ისევ 9 წელზე ისაუბრონ და არაფერი არ თქვან იმაზე, თუ დღეს რა უნდა გააკეთონ, რომ მდგომარეობა გამოასწორონ. ამ მკვლელობის საქმე გახსნან და დასაჯონ ადამიანები, ვინც მკვლელებს და მკვლელობის საქმეში მონაწილეებს ხელი დააფარა. ამიტომ ალბათ ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ დარჩათ. ისევ 9 წელზე საუბარი და არაფრის გაკეთება”, - განაცხად ასერგი კაპანაძემ.