„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ის ჩამოვა საქართველოში და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას მისცემს.
მან ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა.
„უკან ჩამოსვლის სურვილი მაქვს, ჩამოვალ, ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ მივიღო მონაწილეობა თავისუფალ ხმაში და სიტყვაში და ბიზნესში. ვალდებული ვარ ვიყო იმ ხალხში და ჯარში, რომელსაც ეს უნდა და ამოვიღო ის მრუდე ხელები ყველას ჯიბიდან, რომელიც ქვეყანაში პროდუქტს აძვირებენ იმიტომ რომ თვითონ ისარგებლონ. მე თანავუგრძნობ ოცნების იმ წევრებს რომლებიც გულწრფელად არიან. თანავუგრძნობ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც პოლიციის უფროსი ჰყავს ქურდი, რომელიც ბანკს აყაჩაღებს. ამ ალკაპონეებმა პასუხი უნდა აგონ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოიგოს კანდიდატმა, რომელიც იქნება მათი რეალური ოპოზიცია. ვფიქრობ, რეალური ოპოზიცია, რომელიც არის ის ლიდერობს და ყველა უნდა გაერთიანდეს. მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა“,-ამბობს ოქუაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც მას წინა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა.
"დარჩა ის ხალხი, რომელსაც ხედავთ სხვისგან. ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაირქვა გამონაწილებული, მაგრამ მიეკუთვნებიან ისევ ივანიშვილს", - განაცხადა ოქუაშვილმა.