ერთი თხოვნა მაქვს, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატების შეთავაზებას.
მისივე განმარტებით, ზურაბიშვილი არც დამოუკიდებელი კანდიდატია და არც დიპლომატი.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება. ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც დიპლომატია, არც პოლიტიკოსია და არც ქართველი არ არის, რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს, შევხვდები, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ცოტა ქართულ გრამატიკაშიწაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.