თქვენ გინდათ მათქმევინოთ არაევროპული კამპანიის განცხადებები, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას კითხეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არის რუსული კულტურის ნაწილი და მისთვის რუსული მშობლიური ენაა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე თავად ამბობს, რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა, ეს არის ფაქტები.
„თავად ამბობს კაცი, რაც არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა, ეს არის ფაქტები. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს, არა იმიტომ, რომ მე ვინმეს რამეს დავაბრალებ. მე არავის არაფერს ვაბრალებ, რასაც თვითონ არ იბრალებენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.