ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშრებით განაცხადა.
მისი თქმით, მაღალჩინოსნების მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში არ იკვეთება.
„ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს მითხარით, რას წარმოადგენს, სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი, რომ ვახსენოთ ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა? ერთი წუთით რა, არასწორი მიმართულებით მიგყავთ თემა", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ალიბი ვერ იქნება ტელევიზია. არასწორია ეს მიდგომა. კანონი არის ყველასთვის ერთი და თუ რაიმე, ის ვინც არის მონაწილე ამ ჩანაწერების, მათ მიმართ არსებობს კითხვები, მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი", - აღნიშნა კახა კალაძემ.