თუ საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება, ეს ზეგავლენას იმ ხალხზე მოახდენს, ვინც ქუთაისში პარლამენტის არსებობაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს ქვეყნის დეცენტრალიზაცია დაიწყო, რომლის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო.
„ამას თან სხვა უწყებების გადმოტანა უნდა მოჰყოლოდა. რეალურად, ქუთაისში პარლამენტიც არ არის ბოლომდე გადმოსული, ეს პროცესი “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2012 წელს შეაჩერა. ვხედავთ, რომ დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება და ქუთაისში ხალხი როგორ ცხოვრობს, ესეც ნათელია”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება.